Monday, April 8, 2013


   შენ  პიკასოს  ფუნჯს  ვერ  მოირგებ 
    ვერც  ტიციანის,
    ვეღარც ვან გოგის , მზესუმზირებს'' 
    შექმნი  ხელახლა
    ვერც ჟანა  შეძლებს გაცოცხლებას
    შენს  ნახატებში
    ვერც  მარგარიტა ფიროსმანის
    და  ვერც  მადონა
    სიქსტის  კაპელა  მოუხატავთ
    დაღონდი  ამით?
         გუდიაშვილმა  ქაშუეთში  შეგასწრო  წამით..
   შენი  მოლბერტი  მზეს  შესწირე,
   მიენდე  ფერებს,
    ტილოები  კი   მომიძღვენი,
    მე  შევიფერებ.
    შენ  პიკასოს  ფუნჯს  ვერ  მოირგებ 
    ვერც  ტიციანის,
    არ  მოგიხდება  გახელება
    მოდილიანის.
    თუ დამიჯერებ,  უცნაურო,
   მიენდე  ფერებს
     ტილოები  კი   მომიძღვენი,
    მე  შევიფერებ.

No comments:

Post a Comment